ქობულეთში 10 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

Pirveliradio Ge

ქობულეთში პირველ ოქტომბერს 10 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადმოასვენეს. ოჯახის ახლობლების თქმით, ბავშვი ტრაქტორზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა. "ბათუმელები"