ქუთაისში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა
Kutaisi Daily
იმერეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით ერთ-ერთ ინფიცირებულს ჭიათურიდან აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის 32-ე საჯარო სკოლას არ უკავშირდება.
”ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 132 ნიმუში ავიღეთ იმერეთის მასშტაბით და დადასტურდა აქედან 11. ძირითადად ეს თერთმეტი დაკავშირებულია 32-ე სკოლასთან, თუმცა გვაქვს აჭარაში მოგზაურობის ფაქტებიც, რომელიც ამ შემთხვევაში უკავშირდება ჭიათურას. შესწავლილია ინფიცირებულის ყველა კონტაქტი, მისი ოჯახის წევრები არიან თვითიზოლაციაში. საბედნიეროდ მას არ ჰქონდა კონტაქტი თავის სკოლასთან.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძენ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლეები
#კორონავირუსი_
#kutaisidaily
წყარო - megatv