მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო გამოვლენილია
Tbilisi Daily
დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 62 წლის მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო გამოვლენილია. იმნაძის განმარტებით, ვირუსი მას იმ ოჯახის წევრისგან გადაედო, რომელიც მანამდე საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
,,შეგვიძლია უკვე დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო დადგენილი გვაქვს, კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ დაინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის წევრი, რომელიც მანამდე არის საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოსული,’’ - აღნიშნა იმნაძემ.
მისივე თქმით, მარნეულში ჯერ საქმე არ გვაქვს ვირუსის ფართო გავრცელებასთან, ვინაიდან ყველა დადებითი პასუხი უკავშირდება მარნეულელი ქალბატონის ახლო კონტაქტებს.
#პაატაიმნაძე
#კორონავირუსი
#მარნეული
#tbilisidaily