"არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს" - საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

'არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს' - ამ ბანერით 'ქართული ოცნების' ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 'ეს არის მდუმარე აქცია. გახარიას გადადგომა არ უშველის ამ საქმეს, ჩვენ მივაღწევთ და ბოლომდე მივიყვანთ, რომ ჩაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები'- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი ნიკა მელიას უკანონო განაჩენსაც აპროტესტებენ. 'ყველანაირროტაციას, რომელსაც აწარმოებს ეს მთავრობა, მათ ყველა ნაბიჯს გავაპროტესტებთ. ასევე ვაპროტესტებთ ნიკა მელიას უკანონო განაჩენს'- აცხადებენ აქციის მონაწილეები. „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.მმართველი გუნდი შეხვედრებზე სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებგიორგი გახარიასგადაწყვეტილებას განიხილავს.