მთიანი ყარაბაღის რეგიონი სამმხრივი ხელშკრულების ხელმოწერის შემდეგ - 10 ნოემბერი

Interworld

- ა.წ. 9 ნოემბრის საღამოსთან შედარებით, დღეს, ა.წ. 10 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკაში შედარებით სიმშვიდე იყო. მხოლოდ, ადგილობრივი პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეების მცირე ჯგუფმა მოითხოვა სამმხრივი შეთანხმების გაუქმება; - რუსეთის ფედერაციამ უკვე დაიწყო სამშვიდობო კონტინგენტის განლაგება მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის ზონაში; - მთიანი ყარაბაღის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის არაიკ არუთინიანის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების კვლავ გაგრძელების შემთხვევაში, სრული ტერიტორია რამდენიმე დღეში დაიკარგებოდა; - პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თავდაცვის ძალების აუცილებელი საჭიროების შემდეგ გადაწყვიტა სამმხრივ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა; - თურქულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის რეგიონის საკითხის შემდგომ დარეგულირებაში მონაწილეობის მიღების თაობაზე განაცხადა. რუსული მხარის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება არა სამშვიდობო მისიაში ჩართვას, არამედ ოფიციალურ მოსკოვთან ერთად ერთობლივი ცენტრის შექმნას, რომელიც სადამკვირვებლო საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი; მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #interworld