ოკუპირებული აფხაზეთი და კორონავირუსი
Sokhumi Daily
გასული დღის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 367 - მა ადამიანმა ჩაიტარა. 73 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. გარდაიცვალა ორი ადამიანი.
მულტიდისციპლინარულ მობილურ საავადმყოფოში, რომელიც სოხუმში, აიტარის სასტუმროშია განლაგებული 1934 წელს დაბადებული პაციენტი გარდაიცვალა. მას კორონავირუსის პარალელურად მწვავე ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა გარდაცვალებამდე დამძიმდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 132 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 114 ადამიანს კორონავირუსი აქვს. 23 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. 27 პაციენტი კი საშუალო სიმძიმისაა. გასულ დღეს 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
სოხუმში, აიტარის პანსიონატის ტერიტორიაზე განლაგებულ მობილურ მულტიდისციპლინურ საავადმყოფოში 60 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 57 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 3 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.
საერთო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში 2 267 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა