კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა იტალიაშიც

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

იტალია გახდა მსოფლიოში მეათე ქვეყანა, სადაც კორონავირუსით უკვე დაავადდა მილიონზე მეტი ადამიანი. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში, იტალიაში დაინფიცირდა 1 028 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 372 000-ზე მეტი გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 43 000-ს უახლოვდება. კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც უკვე დაავადდა 10 მილიონზე მეტი ადამიანი და 241 600-ზე მეტი გარდაიცვალა. კორონავირუსის შემთხვევები ერთ, ან რამდენიმე მილიონს აჭარბებს ინდოეთში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთსა და კოლუმბიაში. https://www.radiotavisupleba.ge/a/30943701.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)