საგანგებო სიტუაციების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოლოს მან 31 მარტს იმორიგევა
Mediamall
ამის შესახებ ამ წუთებში საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების კოორდინაციის ცენტრის დირექტორმა ამირან გოგიტიძემ განაცხადა ტვ პირველთან. მისი თქმით, ექიმს ვირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც განეკუთვნება ეროვნული ბანკის კლასტერს. “ექიმს გამოუვლინდა სიმპტომები გუშინ, ხოლო დღეს უკვე მოთავსებულია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, ბოლოს აღნიშნული პირი მორიგეობას ექსოდა 31 მარტს, ხოლო აღნიშნული სიმპტომები დაეწყო გუშინ, ჩვენ, ყველა ის პირი მოვათავსეთ თვითიზოლაციაში, ვისთანაც კი მას კონტაქტი ჰქონდა.” – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.
#stopcovid19
#covid19
#coronavirus
http://mediamall.ge/new/90930-tbilisis-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-eqims-koronavirusi-daudasturda