ჯვარში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
Zugdidi Daily
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ოჭანეს მკვიდრი დაახლოებით 40 წლის მამაკაცი, გიზო მიქავა. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ურთიერთდაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტი მუცლის ღრუში შემღწევი ჭრილობით, სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ამ დროისთვის კი მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკაეთებს :
„სასიცოცხლო ჩვენებით ჩაუტარდა ოპერაცია. გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. ამჟამად, იმყოფება რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე. შესაბამისად, მდგომარეობა არის მძიმე, უტარდება მკურნალობა.“
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
#ჯვარი #სამეგრელო #დაჭრა #რეფერალურისაავადმყოფო #გამოძიება #შსს
#zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com