„ლიტერა“ წლის საუკეთესო პროზაული კრებულისთვის გადაეცა ეკა ქევანიშვილს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
2020 წლის ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ნომინაციაში, წლის საუკეთესო პროზაული კრებული, გაიმარჯვა რადიო თავისუფლების ჟურნალისტისა და მწერლის, ეკა ქევანიშვილის მოთხრობების კრებულმა, „არაფერი დედაჩემის შესახებ“.
მოთხრობების კრებული გამოსცა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“.
„არაფერი დედაჩემის შესახებ“ ეკა ქევანიშვილის პირველი პროზაული კრებულია. მას რამდენიმე პოეტური კრებული აქვს გამოცემული და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელია.
“ეს წიგნი უნდა ყოფილიყო დიდ სიყვარულზე, მაგრამ უსიყვარულობაზე გამოვიდა. ამიტომ ვუძღვნი ყველას, ვინც ერთხელ მაინც სცადა სურვილების ახდენა" - ასეთი წარდგენით შესთავაზა ეკა ქევანიშვილმა მკითხველს მისი პირველი პროზაული კრებული.
წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში, ეკა ქევანიშვილთან ერთად წარდგენილები იყვნენ ბესიკ ხარანაული - „დიდი სმა“, გამომცემლობა „ინტელექტი“; ჯანა ამირეჯიბი - „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“; სალომე მაკარიძე - „152“, გამომცემლობა „მეფე“; კოკა არჩვაძე - „ჩინური დღიური“, „სულაკაურის გამომცემლობა“.
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დაფუძნდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30859481.html
#ახალი_ამბები
#twitter