Კოვიდინფიცირებულ ბავშვთა რიცხვი გაიზარდა

Tbilisi Daily

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 60 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 35 არასრულწლოვანია, რომლებიც კლინიკაში მშობლებთან ერთად იმყოფებიან. როგორც კლინიკის დირექტორი ციური აბულაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, ორ არასრულწლოვანს პნევმონიის მსუბუქი ფორმა აღენიშნება, თუმცა ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „გასული 24 საათის განმავლობაში არასრულწლოვანი პაციენტების რაოდენობა გაიზარდა ჩვენს კლინიკაში. ამ ეტაპზე სულ 35 არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი პაციენტი გადის მკურნალობის კურსს ინფექციურ საავამყოფოს კოვიდცენტრში. ორს პნევმონიის მსუბუქი ფორმა აღენიშნება. პაციენტებს უტარდებათ სტანდარტული მკურნალობა. იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ყველა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყიფილებელია. დღეს ექვსი პაციენტი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი კარანტინში გადაიყვანეს. ამ წუთებშიც ველოდებით ახალი პაციენტების შემოსვლას“, –  განაცხადა ციური აბულაძემ.