გორელმა ახალგაზრდებმა ავტორბოლა გამართეს

Gori Daily

გორელმა ახალგაზრდებმა გარდაცვლილი მეგობრის პატივსაცემად რაგბის სტადიონზე ავტორბოლა გამართეს. იდეის ერთ-ერთი ინიციატორი ნიკა აბალაკია, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ რბოლაში მიეღოთ მონაწილეობა. "რამოდენიმე კვირის წინ მეგობარი გარდამეცვალა, რომელსაც ძალიან უყვარდა მანქანები და განსაკუთრებით BMW - ს მარკის, ვიფიქრე რა შეიძლებოდა გამეკეთებინა მისი ხსოვნისთვის. დავწერე პოსტი სოციალურ ქსელში და დახმარება ვითხოვე. გამოხმაურება მთელ საქართველოდან მოჰყვა, აქ სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ და იღებენ მონაწილეობას", - ამბობს ნიკა აბალაკი. როგორც ნიკა ამბობს ავტორბოლაში 50 - ზე მეტი მანქანა ღებულობდა მონაწილეობდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სპორტი #შიდაქართლი #გორი #Goridaily წყარო: რადიო ათინათი