მაღაროელმა ცვლის უფროსი დაჭრა და პოლიციელს თავს დაესხა
Kutaisi Daily
ჭიათურის სოფელ პერევისაში მაღაროს თანამშრომელმა ცვლის უფროსს ცივი იარაღით 4 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჭრილობები მუცლისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით მაღაროელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მოგვიანებით, ის, საჩხერის პოლიციაში მივიდა დაპოლიციის უფროსს თავს დაესხა.
მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
#მკვლელობისმცდელობა #კრიმინალი #მაღაროელი #ჭიათურა #KUTAISIDAILY