ჩეხეთი 1 ივლისიდან საფრანგეთისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

2022 წლის პირველ ივლისიდან ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს - მეორედ ევროკავშირში მისი წევრობის განმავლობაში. მანამდე როტაციის წესით საფრანგეთი იყო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ბლოკისა, რომელსაც კორონავირუსის გლობალური პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური, ენერგეტიკული, სოციალური და სასურსათო პრობლემების გამკლავება უხდება. მოელიან, რომ 1 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა ლიტომიშლის სასახლეში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა საზეიმოდ აღნიშნონ ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნად გახდომა. ამ ამპლუაში ჩეხეთს მოუხდება ევროკავშირის მინისტრთა დონის არაერთი შეხვედრის და 27 წევისგან შემდგარი ბლოკის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე, სულ მცირე ერთი სამიტის ორგანიზება.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31924385.html

Source: radiotavisupleba.ge