მიმდინარე სეზონში ბათუმის ''დინამომ'' პირველი გამარჯვება მოიპოვა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს ეროვნულ ლიგის მიმდინარე სეზონში ბათუმის ''დინამომ'' პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეხუთე ტურის შეხედრაში შავიზღვისპირული გუნდი დედაქალაქში ''ლოკომოტვს'' ესტუმრა და დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა.
15-ე წუთზე გეგეჭკორის გადაცემის შემდეგ ფლამარიონმა მეკარე მამარდაშვილს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა. 10 წუთში ბრაზილიელმა დუბლი გაიფორმა , ამჯერად მამარდაშვილის შეცდომის შემდეგ ფლამარიონმა ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
34-ე წუთზე მანჯგალაძემ სჯარიმა ''ლოკომოტივის'' საჯარიმოში ჩააგდო ,სადაც გაგოშიძემ ყველას დაასწორო და პირველი ნახევრის საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.59-ე წუთზე თბილისელებმა ანარიში გაქვითეს , გოლი გავაშელაშვილმა გაიტანა.
მატჩის საბოლოო ანგარიში კი გაფრინაშვილის გადაცემის შემდეგ ჯიღაურმა დააფქისირა და ბათუმის ''დინამომ'' შეხვედრა 4-1 მოიგო. სადებიუტო მატჩი წარუმატებელი გამოდგა ''ლოკომოტივის'' ახალ მწვრთნელისთვის გიორგი ჭიაბრიშვილისთვის.
5 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ''დინამოს'' 7 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. შედემ მატჩს ბათუმელები სახლში 18 ივლისს ქუთაისის ''ტორპედოს'' წინააღმდეგ გამართავენ.