ჰანს კლუგე: უარესისთვის მოვემზადოთ
Tbilisi Daily
ჯანმოს ევროპული ბიუროს ხელმძღვანელ ჰანს კლუგეს განცხადებით, ევროპის ქვეყნები კორონავირუსის დაბრუნებისთვის უნდა მომემზადონ.
„თითოეული შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა გავზარდოთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამედიცინო დახმარების გაწევისთვის ჩვენი სისტემების მზადყოფნა.
უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ უარესისთვის მოვემზადოთ. ვგულისხმობ, კორონავირუსის შესაძლო დაბრუნებას. ჩვენი მუშაობის შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ზომებს მივიღებთ ახლა.
კორონავირუსის ეპიდემია ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია უამრავ ქვეყანაში.
უკიდურესად მნიშვნელოვანია, საერთო კარანტინის შემდეგ ნორმალური ცხოვრების აღდგენა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნებმა საჭირო საშუალებები და ძალები ჩადონ ეპიდზედამხედველობის აქტიური სისტემების შექმნაში, რაც დაავადების გამოვლენისა და ტესტირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კლუგემ.
პანდემია მეორეტალღა
TbilisiDaily