სამების საკათედრო ტაძარს 3 წლიანი, 250 ათასიანი ლარის დავალიანების გამო გაზი ჩაუჭრეს

Pirveliradio Ge

გაზი დავალიანების გამო ჩაჭრეს. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში გროვდებოდა ეს თანხა და კომპანიისგან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის- აცხადებს, ტაძრის არქიმანდრიტი მამა იოანე მჭედლიშვილი "ტვ პირველთან" . მისივე თქმით, დავალიანება დაახლოებით 250 ათასი ლარია. "რამდენიმე დღეა აღარ გვაქვს გაზი. დავალიანების გამო ჩაჭრეს. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში გროვდებოდა ეს თანხა და კომპანიისგან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან ბევრჯერ გაგვითვალისწინეს და გაზი არ შეგვიწყვიტეს. მონასტერს არასდროს ჰქონდა იმის საშუალება რომ ეს გაზის თანხა გადაეხადა. რამდენჯერმე იყო გაფრთხილება და რა ქნან იმათაც, ყოველთვის გვერდში გვედგა?", - თქვა მამა იოანე მჭედლიშვილი. http://pirveliradio.ge/?newsid=144976#