ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან
Tbilisi Daily
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებაა. ადგილზე შეკრებილები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები. ისინი აჭარის მთავრობის შენობაში შესვლას და თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა, ამის შესაძლებლობა მათ პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.
სწორედ პოლიციის წინააღმდეგობამ გამოიწვია სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.