საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება
Tbilisi Daily
საქართველო, ჯერჯერობით, „მწვანე ზონაში“ რჩება და ვნახოთ, როგორი დინამიკა იქნება, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„საბედნიეროდ, მონაცემები არ იზრდება, ჩვენ არ გადავედით 200-ზე მეტ რიცხვებში. სექტემბრიდან დაიწყო დაინფიცირებულთა რიცხვის მატება და ვმერყეობთ 152-დან 196-ს შორის, 200 არ გამხდარა. აგვისტოში კეთდებოდა დღეში დაახლოებით 7 000 ტესტი და დღეს, როგორც ვიცი, ეს რიცხვი გაორმაგებულია და ამ მონაცემებით, საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება. ვნახოთ, როგორი დინამიკა იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგაბაია მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს დადგენილი რეგულაციების დაცვისკენ.
დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.