კარანტინის პერიოდში რუსეთში ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობა გაიზარდა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143400
სამწუხაროდ მოცემულ პერიოდში სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელში ალკოჰოლის როლი საგრძნობლად გაიზარდა - Covid-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობა გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ განაცხადა.
"ჩვენ ვაწარმოებთ სიკვდილიანობის ოპერატიულ მონიტორინგს, სამწუხაროდ მოცემულ პერიოდში სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელში ალკოჰოლის როლი საგრძნობლად გაიზარდა", - განაცხადა მურაშკომ.
მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ალკოჰოლის გასაყიდი ასაკობრივი ცენზის 21 წლამდე გაზრდის შესახებ. მურაშკოს თქმით, ამ გზით შესაძლოა ალკოჰოლის მოხმარება შემცირდეს, რაც საბოლოოდ ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაში გამოისახება.