„რესპუბლიკელებმა“ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
Tbilisi Daily
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.
„რესპუბლიკელების“ ყრილობაზე დონალდ ტრამპს 1 276 დელეგატმა დაუჭირა მხარი.
აღნიშნული პროცედურა ფორმალური იყო, ვინაიდან მანამდე დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზში გაიმარჯვა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპსა და მაიკ პენსს „დემოკრატების“ მხრიდან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სენატორი, კამალა ჰარისი დაუპირისპირდება.