რა მოდელით ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები?
Tbilisi Daily
ხვალ გაირკვევა რა სისტემით ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ცვლილებებს კენჭს 12 საათზე უყრიან. საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს დამტკიცდა. კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილებების დასამტკიცებლად 14 ხმაა საჭირო. ახალი საარჩევნო მოდელის მიხედვით საბჭო 18 პროპორციულითა და 3 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატით უნდა დაკომპლექტდეს, რაც პროპორციულთან მიახლოებული მოდელია. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებებს საკმარისი მხარდაჭერა აქვს და საკითხის ჩავარდნის ალბათობას გამორიცხავენ. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და სავარუდოდ არც ხვალინდელ სხდომას არ დაესწრება.
#პოლიტიკა
#ახალიამბები