რუსი ვირუსოლოგი: განმეორებითი ინფიცირების შემთხვევა უფრო მწვავე იქნება

Tbilisi Daily

„გამალეიას“ ინსტიტუტის ვირუსოლოგის ანატოლი ალტშტეინის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების განმეორებით შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა, უფრო მწვავე ფორმა მიიღოს, ვიდრე პირველად. მისი თქმით, რეინფიცირების ფაქტი რუსეთში ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, მომავალში გამორიცხული არაფერია. „კორონავირუსით ხელახალი ინფექცია, თეორიულად, შესაძლებელია. სხვა რამ არის ის, რომ ეს ხდება უფრო იშვიათად, ვიდრე პირველადი დაავადება. თუმცა, ეს ფაქტი ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, ისევე უნდა იცავდეს უსაფრთხოების წესებს, როგორც ის, ვინც ინფიცირებული არ ყოფილა. ინფექციის განმეორებით დადასტურების შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ უფრო მწვავე იქნება, ვიდრე პირველი ”, - აღნიშნა ვირუსოლოგმა ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში. როგორც მან განმარტა, მეორედ დაავადების შემთხვევაში მკაცრი ფორმის განვითარებას ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტის დაბალი დონე განსაზღვრავს. ასეთი შემთხვევა შესაძლოა იყოს ე.წ. უსიმპტომო პაციენტებში.