11-12 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
Tbilisi Daily
11-12 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ძლიერი ქარი დაფიქსირდება კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღმოსავლეთის მიმართულებით ქარის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.