რა შემთხვევაში შეგეძლებათ მერიისგან მიწის ნაკვეთის მიღება?
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქში არსებულ მიწის ნაკვეთს ელექტრონულ აუქციონზე 120 000 ლარად ყიდის.
კერძოდ, საქმე ეხება ჭონქაძის ქუჩაზე არსებულ 3 654 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.
"აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება" , - ირკვევა აუქციონის პირობებიდან.
აუქციონი მიმდინარეა და შესაძლოა მოთხოვნიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის ფასი გაიზარდოს. ვაჭრობის ბიჯი 12 000 ლარია
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#მიწა
#ყიდვაგაყიდვა
#goridaily
#ახალიამბები