11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე მამას პატიმრობა შეეფარდა

Pirveliradio Ge

ზესტაფონის საქალაქო სასამართლომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ფრიდონ აბჟანდაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასამართლო სხდომა 2020 წლის 19 ოქრომბერს 15 საათზე ჩაინიშნა. შეგახსენებთ, ფრიდონ აბჟანდაძის 11 წლის შვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 23 აგვისტოს საკუთარ ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. 2020 წლის 25 აგვისტოს აბჟანდაძეს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარუდგინა.