ევროკავშირის სახელმწიფოები ვაქცინაციას იწყებენ
Interworld
ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მიმდინარე წლის 27 დეკემბრიდან დაიწყებენ. ვაქცინაციის დაწყების თარიღი ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა დაადასტურა და აქვე დაამატა, რომ დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, მას ევროკავშირის 450 მლნ. მოქალაქე მიიღებს.
„თუ ყველაფერი დამტკიცებული გეგმის შესაბამისად წარიმართა, გერმანიაში ვაქცინაციას ჩვენ დავიწყებთ 27 დეკემბრიდან. ევრო-გაერთიანების სხვა ქვეყნებსაც ამავე თარიღიდან სურთ პროცესის დაწყება“, - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა კანცლერ ანგელა მერკელთან და ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
როგორც ევროკავშირის წევრი, გერმანია ვალდებულია მედიკამენტების თაობაზე ევროპული სააგენტოს მხრიდან ვაქცინის ოფიციალურ დამტკიცებას დაელოდოს. მარეგულირებელი ორგანო შესაბამის განცხადებას კი 21 დეკემბერს გააკეთებს.
#EU #vaccine #COVID19 #interworld