თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გაიხსნა

Pirveliradio Ge

ქალაქ თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა. ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. გაუქმებულია ყველა საკონტროლო გამშვები პუნქტი და 39-დღიანი შეზღუდვების შემდეგ მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ. მერიის ინფორმაციით, თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების 55 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა. "ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 7 ხოლო კარანტინში 36 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მკურნალობს 5 პაციენტი, თერმოსკრინინგის პროცედურა ჩატარებული აქვს 17 886 პირს, პი-სი-არ ტექნოლოგიით ტესტირება ჩატრებული აქვს ჯამში 872 პირს", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. http://pirveliradio.ge/?newsid=144890