თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

Tbilisi Daily

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ალიხანიანის, ლაგოდეხის, სევანის, ფაღავას, ირბახის, წურწუმიას, იორის, ლადო მესხიშვილის, გონაშვილის და ცისკრის ქუჩების მოსახლეობას. ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოროდინის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის, ფაღავას და ხერხეულიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას. დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, აბასთუმანის, ცაბაძის და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ვიქტორ დოლიძის, კიტა ბუაჩიძის, ლიხაურის, კოსტავას და არქანჯელო ლამბერტის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შროშის (ნაწილობრივ) და ქუთათელაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.