მიტანის უფასო სერვისი მოხუცებისთვის - ქუთაისელი ახალგაზრდის ინიციატივა
Kutaisi Daily
ქუთაისის ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი მოხუცებს პროდუქტისა და აუცილებელი ნივთების შინ მიტანას სთავაზობს. იდეა Covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის ზომების მიღების, კერძოდ მოხუცებისთვის სახლიდან არგასვლის რეკომენდაციის შემდეგ გაუჩნდა:
"მათ ვინც წამლებისა თუ პროდუქტის საყიდლად სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს, შეუძლიათ დამიკავშირდნენ ნომერზე 555 53 49 49. ჩემი მანქანით მივალ და მივუტან. საჭიროებისა და დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ჩემი მეგობრებიც მზად არიან შემომიერთდნენ", - ამბობს ლაშა kutaisi daily-სთან საუბრისას.
ფოტო აღებულია ლაშა ბერეკაშვილი ოფიციალური Facebook გვერდიდან.
#ქუთაისი
#კორონავირუსი
#საფრთხე
#მოხუცები
#ინიციატივა
#ლაშაბერეკაშვილი
#kutaisidaily