შორენა ღლონტის ადგილას აჭარის ტელევიზია ახალ კადრს ეძებს
Batumi Daily
შორენა ღლონტის ადგილას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ უფროსს ეძებს. ტელევიზიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კონკურსი უკვე გამოცხადდა საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
ერთი თვის წინ, 28 თებერვალს, შორენა ღლონტი აღნიშნული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე დროებით დაითხოვეს და შემდეგ სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესთავაზეს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა ეს ცენზურის მორიგ მცდელობად შეაფასა.
შორენა ღლონტმა სასამართლოს მიმართა და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.