"ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, მრცხვენოდა" - ჩცდ-ის ტასო ეკრანს მიღმა

Tbilisi Daily

ალ­ბათ, იშ­ვი­ა­თია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 4 წლის ასაკ­ში, როცა სკო­ლა­შიც არ და­დი­ო­და, მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო. ქეთა ორ­ბე­ლა­ძე ამ იშ­ვი­ათ­თა შო­რი­საა. გო­გო­ნას ჩვენ­ში ყვე­ლა იც­ნობს და უყ­ვართ, რად­გა­ნაც 10 წე­ლია, პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ პერ­სო­ნა­ჟია, სა­ხე­ლად ტასო. ქეთა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­ი­ზარ­და - უკვე 14 წლი­საა. თი­ნე­ი­ჯერს, 1-ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მე­ცხრეკ­ლა­სელს, აქვს მი­ზა­ნი, რის მი­საღ­წე­ვა­დაც უკვე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, თუმ­ცა რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი მას­თან ინ­ტერ­ვი­უს მა­ინც ასე იწყებს - ახ­სოვს, თუ არა პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა და მა­შინ­დე­ლი ემო­ცი­ე­ბი, - რა­ზეც ასე პა­სუ­ხობს: - სე­რი­ა­ლი რომ და­ი­წყო, 4 წლის ვი­ყა­ვი, 5-ის ვხდე­ბო­დი, - ეს ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კია იმის­თვის, რომ რა­ი­მე კარ­გად მახ­სოვ­დეს... ჩემ­თვის რთუ­ლი იყო პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებ­თან მუ­შა­ო­ბა, მათი ჯგუ­ფის წევ­რო­ბა, ამის გამო რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ჭირ­და კი­დეც. კი­თხვა არ ვი­ცო­დი და ტექ­სტებს ისე ვი­მახ­სოვ­რებ­დი, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დიდი დრო მჭირ­დე­ბო­და და ასა­კის გამო ბევ­რი დე­ტა­ლი, თუ ეპი­ზო­დი არ მახ­სოვს. ერთი ორი წე­ლი­წა­დი ჩემს თავს ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვერ ვუ­ყუ­რებ­დი, გვერ­დით ოთახ­ში გავ­დი­ო­დი, თით­ქოს მრცხვე­ნო­და და ვი­მა­ლე­ბო­დი, მაგ­რამ იმას ვხე­დავ­დი, რომ ჩვენს სე­რი­ალს ყვე­ლა უყუ­რებ­და, მოს­წონ­დათ, ამით ვგრძნობ­დი, რომ რა­ღაც კარ­გი ხდე­ბო­და, იმა­საც ვგრძნობ­დი, რომ წინ კი­დევ უფრო მეტი კარ­გი ამ­ბე­ბი მე­ლო­და. ეს უკვე ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდა იყო ჩემ­თვის,- იხ­სე­ნებს ქეთა.- ახლა რო­გორ აფა­სებ შენს ნა­მუშ­ვარს - კი­დევ იმა­ლე­ბი? - არა, მაგ­რამ არას­დროს მომ­წონს ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი, თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ და სა­კუ­თარ თავს სულ ვე­უბ­ნე­ბი - უკე­თე­სად შე­გიძ­ლია და კი­დევ კარ­გად უნდა სცა­დო... ყო­ველ­თვის ასე ვარ. შენი პერ­სო­ნა­ჟი რო­გორ მოგ­წონს? - ჩემი აზ­რით, ტასო ის გო­გოა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რაც უნდა შეხ­ვდეს, თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით დაძ­ლი­ოს, გა­და­ა­გო­როს, მა­გა­ლი­თად, კონ­ფლიქ­ტი მას­წავ­ლე­ბელ­თან, მშობ­ლებ­თან. ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით აგ­ვა­რებს. აქვს არა­ერ­თი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბაც... - კი, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ ყვე­ლას არ ჰგავს, გა­მორ­ჩე­უ­ლია... - კი, ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებს, ფიქ­რობს, აღიქ­ვამს და მოქ­მე­დებს. ხან­და­ხან კარ­გიც არის, რა­ღაც სირ­თუ­ლე­ებს წინ ისე აღუდ­გე, რო­გორც ტასო, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს. უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან ზედ­მე­ტი მოს­დის. ისე, ვის­თვის რო­გორ, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში რო­გორ მი­დის შენი სწავ­ლის საქ­მე­ე­ბი? - მსოფ­ლი­ო­ში რაც ხდე­ბა, ის სი­ტუ­ა­ცი­აა ჩვენ­თა­ნაც - ნორ­მა­ლუ­რად არც სკო­ლა და არც გა­და­ღე­ბე­ბია. რაც მთა­ვა­რი იყო, სწავ­ლა და მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის, ჯერ­ჯე­რო­ბით შე­წყდა. პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი ვარ. ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლე­ბი მი­ტარ­დე­ბა. ამის გარ­და, დავ­დი­ვარ ინ­გლი­სურ­ზე, მა­თე­მა­ტი­კა­ზე, ანუ იმ საგ­ნებ­ზე, რაც ჩემი აზ­რით, მჭირ­დე­ბა და მინ­და. და­ნარ­ჩე­ნი, სხვა არაფ­რით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, არც სიმ­ღე­რით, არც სპორ­ტით. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლა, თუმ­ცა სიმ­ღე­რა­ზე და ცეკ­ვა­ზეც დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ თავი და­ვა­ნე­ბე. მინ­დო­და, სწავ­ლის­თვის მეტი დრო და­მეთ­მო. მოკ­ლედ, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­მი­წია, რაც მშობ­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბით გა­დავ­წყვი­ტე. კი მე­ნატ­რე­ბა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სტუ­დია და იქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ რო­გორც ვთქვი, ამ ეტა­პის­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და მეტი კონ­ცენ­ტრა­ცია სწავ­ლა­ზე გა­მე­კე­თე­ბი­ნა..- რა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა გინ­და? - ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბი­ო­ლო­გია და ქი­მია, უცხო ენე­ბი­დან - ინ­გლი­სუ­რი. ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი იყო ისე­თი, როცა "თე­ატ­რა­ლურ­ზე" მინ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, რათა მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ უკვე დიდი ხა­ნია, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე მინ­და სწავ­ლა, ისე ჯერ დრო მაქვს და კი­დევ კარ­გად უნდა დავ­ფიქ­რდე, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღო. ახლა კი მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლო იმ საგ­ნებ­ზე და იმ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­მო­მავ­ლოდ მჭირ­დე­ბა, რად­გა­ნაც, ხომ ვამ­ბობ, ექი­მო­ბა მინ­და... - რო­გორც ტასო, შენც თი­ნე­ი­ჯე­რი ხარ. ეს პე­რი­ო­დი მო­ზარ­დე­ბის­თვის ცოტა რთუ­ლია, თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა... კონ­ფლიქ­ტი მშობ­ლებ­თან, მას­წავ­ლე­ბებ­თან თუ მოგ­სვლია, ის რაც ტა­სოს ახა­სი­ა­თებს ხოლ­მე... - ჩვე­ნი ასა­კი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის გამო ცო­ტა­თი რთუ­ლი პე­რი­ო­დია, ხან­და­ხან უნებ­ლი­ედ წვრილ­მა­ნი რა­ღა­ცე­ბი გვა­ღი­ზი­ა­ნებს, - ხან მარ­ტო გვინ­და ყოფ­ნა, ხან - ზედ­მე­ტად მხი­ა­რუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ მშობ­ლებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი, გა­უ­გებ­რო­ბა არას­დროს მქო­ნია. ჩემს ოჯახ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. თუმ­ცა არის პე­რი­ო­დე­ბი, როცა და­უ­ფიქ­რებ­ლად ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ ასე­თი ქცე­ვე­ბი ჩვე­ნი ასა­კის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. ამ დროს მშობ­ლებ­მა შვი­ლებს უნდა გა­უ­გონ... - პა­ტა­რა დები გყავს, ხომ? - კი, 2 და მყავს. 11 წელი დე­დი­სერ­თა ვი­ყა­ვი და მერე თა­თუ­ლი გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც 2 წლის და თვე­ე­ბი­საა და მყავს მაშო - ერთი წლის და თვე­ე­ბის. დე­დას მათ გაზ­რდა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მე ვეხ­მა­რე­ბი. ძა­ლი­ან მინ­დო­და, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი მყო­ლო­და. მარ­ტო რომ ვი­ყა­ვი და ვინ­მე მე­კი­თხე­ბო­და, დე­და­მა­მიშ­ვი­ლი გყავ­სო? - კი, გი­ორ­გი-მეთ­ქი და ჯეკო რომ არის სე­რი­ალ­ში, ტა­სოს ძმის როლ­ში, იმა­ზე ვამ­ბობ­დი. ახლა უკვე 2 და მყავს.- მინ­და, შენს ეკ­რა­ნულ მშობ­ლებ­ზეც გკი­თხო - რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვილ­თან და ანი ტყე­ბუ­ჩა­ვას­თან? - როცა მათ­ზე ვლა­პა­რა­კობ, სულ ვი­ღი­მი. ორი­ვე მიყ­ვარს. პრინ­ციპ­ში, მათ მას­წავ­ლეს ყვე­ლა­ფე­რი - ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. სე­რი­ა­ლის მშობ­ლებ­თან უფრო მეტი დრო მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე სახ­ლში, ჩემს ნამ­დვილ მშობ­ლებ­თან, რად­გან გა­და­ღე­ბებს დიდი დრო მი­აქვს და ამი­ტომ, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით და ვართ. ბევ­რს ვმუ­შა­ობ­დით იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. მოკ­ლედ, მათ და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, სას­წა­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ორი­ვეს მად­ლი­ე­რი ვარ, რად­გან აქამ­დე ვინც ვარ და რო­გო­რიც, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა.არ ვიცი, ამის­თვის რამ­დე­ნი მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ბევ­რს ნიშ­ნავს ჩემ­თვის და არა მარ­ტო ეგე­ნი, სე­რი­ა­ლის მთე­ლი გუნ­დი. - ბოლო სე­ზო­ნი, სევ­დი­ა­ნად დამ­თავ­რდა - ნინო სახ­ლი­დან წა­ვი­და. რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ სე­ზონ­ზე? - ჰო, მა­გა­ზე ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და - ასე რომ დამ­თავ­რდა, აღარ გა­აგ­რძე­ლე­ბე­ნო? ჯერ­ჯე­რო­ბით ამ პან­დე­მი­ის გამო არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის გა­ნახ­ლდე­ბა სე­რი­ა­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი არ ვიცი, მაგ­რამ ვიცი, რომ მუ­შა­ო­ბას მალე და­ვი­წყებთ და ეთერ­შიც გა­ვალთ. - პო­პუ­ლა­რო­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ადრე მო­ვი­და. რას ნიშ­ნავს ეს თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნას­თვის? - რო­დე­საც ქუ­ჩა­ში მხვდე­ბი­ან, მი­ღი­მი­ან, თბილ სი­ტყვებს მე­უბ­ნე­ბი­ან, კარ­გი გრძნო­ბაა, - რა­ტო­მაა ცუდი, როცა ამ­დენ ადა­მი­ანს უყ­ვარ­ხარ?! და ყვე­ლას მად­ლო­ბა ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის.