წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა თორნიკე რიჟაძესთან შეხვედრას ითხოვს - აქცია აჭარის მთავრობასთან
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.ორი სოფლის - წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს, რადგან 1988 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ბინები გადასცეს, თუმცა გარემონტების საშუალება არ აქვთ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ კითხვები აქვთ თორნიკე რიჟვაძესთან.
'ჩვენ არ გვაქვს სახსრები, რომ ეს ბინები გავარემონტოთ და შესაბამისად ვერ შევძლებთ იქ ცხოვრებას. ამ კითხვებზე გვიპასუხოს თორნიკე რიჟვაძემ. ჩვენ ვართ ეკომიგრანტები და კანონის ფორმებში უნდა გადმოგვცემოდა თეთრიკარკასი'- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ისინი სოციალური ბინების გარემონტებას ან სარემონტო თანხას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ თორნიკე რიჟვაძე მათ არ შეხვდება ისინი ჰესის პიკეტირებას მოახდენენ.