ცნობილია, რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა და ისაუბრა რა შეზღუდვები მოიხსნება და როდიდან. ხვალიდან, 25 თებერვლიდან იხსნება სამთო კურორტები; მუშაობას იწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 1 მარტიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით; უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ; მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას შეძლებენ; ბათუმში რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა); შესაძლებელი იქნება კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება. 8 მარტიდან  არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ; მთელი საქართველოს მასშტაბით რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა); ამუშავდება სამთ-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები. 15 მარტიდან უნივერსიტეტები სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განაახლებენ; სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ. სასკოლო წრეები; თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ; 1 აპრილიდან თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები სრულად აღადგენენ მუშაობას. საქართველოში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31119378.html #ახალი_ამბები #twitter