ემანუელ მაკრონი - საზაფხულო არდადეგების გეგმებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ახლა ვირუსთან ბრძოლის ახალ ფაზაში შევდივართ

Tbilisi Daily

„ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯერ არ გაგვიმარჯვია, ის მხოლოდ და მხოლოდ შენელდა. ახლა ბრძოლის ახალ ფაზაში შევდივართ“, - აღნიშნა მაკრონმა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საერთაშორისო მოგზაურობისგან, მათ შორის ზაფხულის არდადეგების პერიოდში. „საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვას ვაპირებთ. სჯობს, ევროპაში დავრჩეთ. თუმცა ამაზე უფრო დაზუსტებით საუბარი ივნისის დასაწყისში შეიძლება,“- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.