გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს სხეულის 25%-იანი დამწვრობა აქვს - გუგა ქაშიბაძე

Pirveliradio Ge

თბილისში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. მამაკაცს სხეულის 25%-იანი დამწვრობა აღენიშნება. "48 წლის მამაკაცი, რომელიც ჩვენს კლინიკაში აფეთქების შემდეგ შემოიყვანეს გონზეა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას სხეულის 25%-ი აქვს დამწვარი, მას სასუნთქი გზების მეორე-მესამე ხარისხის საეჭვო დაზიანება აქვს," - აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ,,რუსთავი 2" საუბარში. შეგახსენებთ, რომ თბილისში, საბურთალოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ დღის ბოლოს მოხდა, ინციდენტის შედეგად დაშავდა ერთი პირი. http://pirveliradio.ge/?newsid=144633