"ქართულ ოცნებას" მოეთხოვება პასუხი იმაზე, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარდა-ჭიაბერაშვილი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143709 "ქართულ ოცნებას" მოეთხოვება პასუხი იმაზე, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარდა-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სვენ მიქსერის ანგარიშთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, დღეს გასამართ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარები ქართველი ხალხის ინტერესების გასათვალისწინებლად ყველაფერს გააკეთებენ. ​„ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ ევროპარლამენტის რეაქცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სწორედ მათმა ძალისხმევამ გამოიწვია "ქართული ოცნების" ხელისუფლების უკან დახევა. ჩვენ ველოდებით, რომ დოკუმენტის ირგვლივ გაიმართება არსებითი განხილვა და "ქართულ ოცნებას" მოეთხოვება პასუხი იმაზე, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპარლამენტარები ქართველი ხალხის ინტერესების გასათვალისწინებლად ყველაფერს გააკეთებენ,"-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.