როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

Tbilisi Daily

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში დღისით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 31 აგვისტოს მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში ასე გამოიყურება: თბილისი ღამით +18°, დღისით +32° მოსალოდნელია უნალექო ამინდი. სოხუმი ღამით +20°, დღისით +31°, მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ბათუმი ღამით +21°, დღისით +31°, დღე უნალექოდ ჩაივლის. ზუგდიდი ღამით +16°, დღისით კი +34°, მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ქუთაისი ღამით +19°, დღისით +35°, დღე უნალექოდ ჩაივლის. მესტია ღამით +8°, დღისით +32° სითბო იქნება, მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ბორჯომი ღამით +10°, დღისით კი +32°, დღე უნალექოდ ჩაივლის. ახალციხე ღამით +9° იქნება, დღისით კი +32°, წვიმა მოსალოდნელი არ არის. ცხინვალი ღამით +13°, დღისით +31°, მოსალოდნელია უნალექო ამინდი. თელავი ღამით ტემპერატურა +18°, დღისით კი +30°, უნალექო ამინდი იქნება. ლაგოდეხი ღამით +18°. დღისით +31°, დღე უნალექოდ ჩაივლის. სიღნაღი ღამით +17° გრადუსი, დღისით კი +29°, დღე უნალექოდ ჩაივლის. ცაგერი ღამით +14° , დღისით კი +34°. დღე აქაც მშრალად ჩაივლის. ბახმარო ჰაერის ტემპერატურა ღამით +10°იქნება, დღისით კი +27° იქნება, დღე უნალექოდ ჩაივლის.