ციხის კადრების ნაწილი დადგმული იყო-მერაბიშვილი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142224
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, 2012 წელს გავრცელებული ციხის კადრების ნაწილი დადგმული იყო.
"ერთი ნაწილი, რომელიც არის საკნებში, რა თქმა უნდა იყო დადგმული და მგონი, ცნობილია, ვინც დადგა, გვარები არ მახსოვს. მეორე ნაწილი, რომელსაც ერქვა დაშლა [კარანტინის დაშლა] ის არ იყო დადგმული. მაგრამ ერთმა არადადგმულმა კადრებმა დამაჯერებლობა შესძინა იმას",- განაცხადა მერაბიშვილმა.
კითხვაზე, რა იფიქრა, მან როდესაც ციხის კადრები ნახა, მერაბიშვილი პასუხობს:
"ვიფიქრეთ, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა. პრობლემა არა ელექტორალური თვალსაზრისით, არამედ პრობლემა, რომ ჩვენ აღმოგვაჩნდა პრობლემა".