“სოფელში ჩაგვკეტეს მაშინ, როდესაც ჩინოვნკიები რუსეთიდან ისე შემოდიან თერმოსკრინინგსაც არ იტარებენ”

Sokhumi Daily

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში 27 აგ­ვის­ტოს მომ­ხდარ­მა შემ­თხვე­ვამ, კი­დევ ერთხელ და­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია - ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ცნო­ბით, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლაბ­რა­ში 54 წლის კაცს, კო­ვიდ-19 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­უ­დას­ტურ­და. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მას რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი სი­ცხე ჰქონ­და, მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა გა­მო­ი­ძა­ხეს, რის შემ­დე­გაც ის ოჩამ­ჩი­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მე­ო­რე დღეს­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. "იმა­ვე ღა­მეს სო­ფელ ლაბ­რას გამ­გე­ბელ არუ­თინ მელ­კო­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოჩამ­ჩი­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვარ­მა ექიმ­მა მას ტე­ლე­ფო­ნით აც­ნო­ბა, გარ­დაც­ვლილს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მან სოფ­ლის შე­სას­ვლე­ლი გზა ჩა­კე­ტა და სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მარ­თა, ლაბ­რა­ში ყვე­ლა მსურ­ველს კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი­ყო, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. 30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მელ­კო­ნი­ა­ნის სახ­ლთან შე­იკ­რი­ბა სოფ­ლის გზის გახ­სნის მო­თხოვ­ნით, მათი გან­ცხა­დე­ბით, არ სჯე­რათ, რომ 54 წლის კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კო­რო­ნა იყო. ამას­თა­ნა­ვე, მათი თქმით, სო­ფე­ლი ისე ჩა­კე­ტეს და 14-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნიც ისე გა­მო­ა­ცხა­დეს, პირ­ვე­ლა­დი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­თაც კი არ არი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი", - წერს აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ი­სა და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ცნო­ბით, რე­გი­ონ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. 27 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ ერთ დღე-ღა­მე­ში კო­ვიდ-19-ის 21 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 295-მდე გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა, არც ად­გი­ლობ­რი­ვებს და აღარც ქარ­თულ მხა­რეს არ სჯე­რათ, რომ ეს ე.წ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სან­დოა. გა­მო­ცე­მა ekhokavkaza.com -ის ცნო­ბით, აფხა­ზეთ­ში მე­ო­რე ტალ­ღა ბევ­რად მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვიდ­რე პირ­ვე­ლი იყო. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, იმ­დე­ნად რთუ­ლი იყო, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ქარ­თულ მხა­რეს გა­და­იყ­ვა­ნეს. "აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს სა­ერ­თოდ არ სჯე­რა ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის, ისი­ნი შე­და­რე­ბის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის სტა­ტის­ტი­კის მოყ­ვა­ნას ითხო­ვენ და წე­რენ, რომ მათი "მთავ­რო­ბაც", ისე­ვე, რო­გორც სხვე­ბი, სა­ერ­თო თა­მაშ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი", - წერს გა­მო­ცე­მა. “ამ სტა­ტის­ტი­კას ავ­ლე­ნენ, თა­ნაც შე­უც­დომ­ლად, ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე წნე­ვას ვერ ზო­მავ­დნენ სწო­რად და ელე­მენ­ტა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, პა­ცი­ენ­ტე­ბი პან­ტა-პუნ­ტით ეხო­ცე­ბო­დათ, ავად­მყო­ფის ნაც­ვლად, ჯან­საღ კბილს იღებ­დნენ და მშო­ბი­ა­რე ქალს სა­კე­ის­რო კვე­თას ვერ უკე­თებ­დნენ. ასე­ვე, უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა ვიცი, ჰი­გი­ე­ნის ზო­მე­ბის არარ­სე­ბო­ბის, რო­დე­საც არას­ტე­რი­ლუ­რი ნემ­სით ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა და­მარ­თეს. მოკ­ლედ, რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო, ახლა თურ­მე ყვე­ლა მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბით რის­კავს... არ გვჯე­რა ამ აფი­ო­რის და არც და­ვი­ცავთ თქვენს მიერ მო­გო­ნილ შე­ზღუდ­ვებს. ნუ გვხო­ცავთ შიმ­ში­ლით, ისე­დაც გა­ო­თხმაგ­და ფა­სე­ბი. შე­მოდ­გო­მა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­ტა­ნოთ, მაგ­რამ ზამ­თარ­ში რა ვქნათ, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც ბი­ნა­ში ცხოვ­რობს და მი­წის ნაკ­ვე­თი არ აქვს, რომ რა­ღა­ცას მა­ინც მო­ი­უყ­ვა­ნოს?!" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი კვი­რია ძი­აპ­შ­ბა. “ჩვენ სო­ფელ­ში ჩაგ­ვკე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა ახრა ავი­ძ­ბამ თა­ვი­სი ჯი­პით რუ­სეთ-აფხა­ზე­თის სა­ზღვა­რი პირ­და­პირ შე­მო­ან­გრია. ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი თერ­მოსკრი­ნინგსაც არ იტა­რე­ბენ, რიგ­ში არ ჩავ­დგე­ბი­თო... ანუ კო­რო­ნა­ვირუ­სი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს და ფუ­ლი­ა­ნებს არ ერ­ჩის და ჩვენ გვერ­ჩის?.." - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რომ­ლის თქმი­თაც: "სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის, მათ შო­რის ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბე­ბი გას­ცეს. ბოლო პროგ­რა­მაა მო­ზარ­დე­ბის დახ­მა­რე­ბა. აფხა­ზეთ­ში კი, თუ გინ­და მოკ­ვდი, არა­ვის აინ­ტე­რე­სებ..." “ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­ი­ცა­ვი­თო, ამ დროს კი, ბან­კო­მა­ტე­ბი­დან თან­ხას ვერ ვი­ღებთ და ხალ­ხი იძუ­ლე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­კი­ლო­მეტ­რი­ან რი­გებ­ში იდ­გნენ... უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა გვაქვს, პუ­რის ფულს ვზო­გავთ, ოღონდ თა­ვა­დაც არ ვი­ცით, რის იმე­დით და პენ­სი­ის ასა­ღე­ბად მი­სულ ადა­მი­ანს, დის­ტან­ცი­ის თავი აქვს? წინა წლებ­ში ვწუ­წუ­ნებ­დით, უკე­თე­სო­ბა გვინ­დაო, არა­და ასე­თი სიძ­ვი­რე მა­ინც არ იყო. გვერ­დით კოპ­რუს­ში სურ­სა­თის მა­ღა­ზია გა­ტე­ხეს და საჭ­მე­ლი წა­ი­ღეს. მე­პა­ტო­ნეს ვა­ლად ჰქონ­და აღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი და გა­ო­თხმა­გე­ბულ ფა­სად, ნი­სი­ად ჰყიდ­და... ვინ­მე აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას რო­გორ და რა­ტომ გაძ­ვირ­და ყვე­ლა­ფე­რი? ხალ­ხი ბავ­შვის საკ­ვებს და შა­ქარს ვერ ყი­დუ­ლობს, ისე გაძ­ვირ­და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­დუქ­ტი. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ერთი სული აქვთ, მო­ას­წრონ და აი­ღონ პენ­სი­ის ფული, ისე, რომ ვინ­მემ არ გა­მო­უ­ცხა­დოს, დამ­თავ­რდა, თან­ხა აღარ არი­სო... ასე რომ, თუ მარ­თლა არ­სე­ბობს ეს ვირუ­სი, იქ სულ მო­ხუ­ცე­ბი დგა­ნან და გავ­რცელ­დე­ბა აბა რა იზამს?!" - წერს ან­გე­ლი­ნა მარ­ღია. მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან მალე რე­გი­ონ­ში შე­ზღუდ­ვე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყე­ბა. აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვამ მო­ხა­ლი­სე­ებს სთხო­ვა, გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფოს პერ­სო­ნალს დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით, თუნ­დაც ფი­ზი­კუ­რად. თუმ­ცა, აქამ­დე არა­ვინ მი­სუ­ლა... ავტორი: ლალი პაპასკირი ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #კორონა #ვირუსი #კორონავირუსი #აფხაზეთიებრძვისკორონას