ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

Pirveliradio Ge

ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. მოსამართლემ გუშინ, დღის ბოლოს მხოლოდ ერთი დაკავებულის ლექსო მაჭავარიანის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება და მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოსთან აქციის ფონზე მიმდინრეობდა. მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები მათი წევრების დაკავებას სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტებითა და მუსიკით აპროტესტებდნენ. აქტივისტები პარლამენტის წინ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავეს. მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.