საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 334-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე.