ორი აქცია ბათუმში

Batumi Daily

ბათუმში დღეს, თურქეთში დასაქმებულმა ქალებმა აქცია კიდევ ერთხელ გამართეს. მათი მოთხოვნა უცვლელია. ისინი საფრის საზღვრის გახსნასა და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ თურქეთის საზღვარი მარტის თვის შემდეგ ჩაკეტილია, იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კი აღნიშნული სამუშაოები ერთადერთი შემოსავლის წყარო გახლდათ. ჯერ უცნობია როდის გაიხსნება საზღვარი, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი გაჩერებას არ აპირებენ. ამის პარალელურად, ბათუმში მეორე აქციაც მიმდინარეობდა. ანანიძეების ოჯახი, რომელთა მფლობელობაშიც ადრე ე.წ ხოფის ბაზრობა იყო, წართმეული ქონების დაბრუნებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. #ბათუმი #აქცია #თურქეთი #საზღვარი #batumidaily _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com