,,ქართული ოცნება" დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს

Tbilisi Daily

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს. ღონისძიება 11:00 საათზე, კოჯორში გაიმართება და ,,ქართული ოცნება" ამით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას დაიწყებს. ცნობისთვის, 19 ივლისს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა, რომელსაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.