თურქეთი ეგვიპტეს საზღვაო საზღვრების დადგენას სთავაზობს
Interworld
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს 16 სექტემბერის განცხადებით, ოფიციალურმა ანკარამ ეგვიპტის ხელისუფლებას საზღვაო საზღვრების დადგენის თაობაზე შეთანხმების დადება შესთავაზა.
თურქი მინისტრის თქმით, მან ეგვიპტელ კოლეგასთან საუბარში აღნიშნა, რომ შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა ოფიციალურ ქაიროსთანაც, ისევე როგორც ეს ლიბიის შემთხვევაში განხორციელდა.
2019 წლის ნოემბერში, თურქეთსა და დედაქალაქ ტრიპოლში არსებულ ლიბიის „ეროვნული თანხმობის მთავრობას“ (GNA) შორი ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ორი სახელმწიფოს საზღვაო საზღვრებს ადგენს.
მიმდინარე წლის აგვისტოში, საბერძნეთმა ეგვიპტესთან ასევე შეძლო შეთანხმების მიღწევა საზღვაო საზღვრების დადგენის თაობაზე.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკრიტიკა ზემოხსენებული დადებული შეთანხმება და აღნიშნა, რომ ამ ორ სახელმწიფოს არ აქვთ საერთო საზღვარი და შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულება ბათილია.
თურქული პოზიციით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში სწორედ მას გააჩნია ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი და შესაბამისად, აქვს კანონიერი უფლება ბევრად ფართო საზღვაო ტერიტორიებზე.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Egypt #Turkey #borders #eastern #Mediterranean #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com