ბათუმში დაკავებულია 9 არალეგალი - ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი

Tbilisi Daily

ბათუმში უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც არალეგალურად იმყოფებოდნენ, სახლში კი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. სპეცოპერაცია ერთდროულად ორ მისამართზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შსს-სთან ერთად ჩაატარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.