ფლამარიონმა რუსეთში პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის 'დინამოს' ექსფორვარდმა ჯოვინო ფლამარიონმა რუსეთის პრემიერლიგაში პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. რუსეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში ვოლგოგრადის 'როტორმა' ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის 'რუბინი' მიიღო და 1-3 დამარცხდა. ჯოვინომ გოლი 61-ე წუთზე გაიტანა,მანამდე თავის გამოჩენა 59-ე წუთზე ხვიჩა კავარაცხელიამ შეძლო. შეხვედრაში ხვიჩამ თავის გუნდს თერთმეტმეტრიანი მოუპოვა. მატჩში მონაწილეობა კიდევ ორმა ქართველმა საბა კვირკველიამ და ბექა მიქალთაძე მიიღო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული კი ხვიჩა კავარაცხელიამ ერგო. 9 ტურის შემდეგ 'როტორი' 2 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო 'რუბინი' 14 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.