რა აწუხებს მარნეულელ ახალგაზრდებს ?

Marneuli Daily

მარნეულში ახალგაზრდებს შორის გამოკითხვა ჩატარდა და გამოიკვეთა ოთხი ძირითადი პრობლემა, რომლებიც მათ აწუხებთ. კვლევა ჩაატარა მარნეულელი ახალგაზრდების მიერ დაარსებულმა "სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრმა" (CEAC). სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან დისკუსიები და ინტერვიუები გამართა. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მარნეულის ახალგაზრდებს ძირითადად ოთხი პრობლემა აქვთ: • არასაკმარისი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. • საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა. • კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან • ეკოლოგია, ნარჩენების ეფექტური მართვა ორგანიზაციის მიერ მომზადდა და ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებს გადაეცა ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხები და მათი გადაჭრის გზები. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC) მიერ განხორციელებული ადვოკატირების კამპანია და მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები NDI-ის მცირე გრანტის ფარგლებშია განხორციელებული და გამოქვეყნებულია USAID-ის მიერ. წყარო : 24News.ge