ზუგდიდის 20 საარჩევნო უბნის მონაცემები ცნობილია

Zugdidi Daily

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამ დროისთვის ზუგდიდის #27 მაჟორიტარული ოლქის 20 საარჩევნო უბნის მონაცემებია გამოქვეყნებული. ხმები ასე განაწილდა: ირაკლი ჩიქოვანი ("ქართული ოცნება") - 4091 (45.97%) მალხაზ ჯალაღონია ("ენმ – ძალა ერთობაშია") - 3345 (37.59%) რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" კანდიდატს, გიგი უგულავამ ამ ეტაპზე ხმების 8.21% (731 ხმა) მიიღო. ზუგდიდში რეგისტრირებული 120 312 ამომრჩევლიდან, არჩევნებში 55 427-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც 46.10 % შეადგენს. #27 მაჟორიტარულ ოლქში 109 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, აქედან, 2 რუხისა და ანაკლიის კოვიდმიმღებ ცენტრებში მყოფი ამომრჩევლისთვის. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ზუგდიდი #არჩევნები2020 #zugdididaily წყარო: რადიო ათინათი