კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოკუპირებულ აფხაზეთში
Sokhumi Daily
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის "ოპერატიული შტაბი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასულ 24 საათის განმავლობაში კოვიდტესტირება 403 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან COVID-19 124 პირს დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 2796 - ია. მათგან 1187 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 27 პაციენტი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა